Blog Image

როგორ შევარჩიოთ კენგურუ და სლინგი? TOP რჩევები MyWish.ge-სგან

მშობლები გამოცდილებით ვსწავლობთ, როგორი სამოსია ჩვენი პატარასთვის კომფორტული, რომელი საფენები ავირჩიოთ, რა მივცეთ დამატებით საკვებად, როგორ ვაბანაოთ უსაფრთხოდ და ა.შ. ჩამონათვალი დიდია. ამ სტატიაში კი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდებით. ეს არის ბავშვის სეირნობა. რას ვირჩევთ? ეტლს, თუ კენგურუს?

კომფორტული გადაადგილებისთვის კენგურუ საუკეთესო საშუალებაა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ყველა ეტლს ირჩევს. დროთა განმავლობაში კი მისი გამოყენების სირთულეებიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ კენგურუ არის საუკეთესო ალტერნატივა ფეხით სეირნობის სიმარტივისა, თუ პრაქტიკული ფუნქციონალიდან გამომდინარე.

პედიატრებიც ირწმუნებიან, რომ კენგურუ არათუ მავნე, სწორად  შერჩევის შემთხვევაში სასარგებლოც კია, მთავარია გამოყენებისას რამდენიმე რჩევა გავითვალისწინოთ.

 

კენგურუ შეარჩიეთ ბავშვის შესაძლებლობებიდან და ასაკიდან გამომდინარე

  • 0-4 თვემდე ასაკის პატარასთვის გამოიყენეთ სლინგი.
  • ახალშობილი ჩასვით კენგურუში, რომელსაც ექნება თავის დამჭერი.
  • სანამ ბავშვი 9 თვისა არ გახდება, მანამდე კენგურუში ჩასვით სახით თქვენსკენ.
  • შეიძინეთ კენგურუ, რომელსაც ექნება მყარი ზურგის დამჭერი.
ერგონომიული კენგურუ

 

სლინგი

4 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მართლაც საუკეთესო გადასაადგილებელი საშუალებაა სლინგი - ქსოვილი, რომლითაც ბავშვს თქვენს მკერდზე მიიკრავთ. სლინგი შეკერილია რბილი მასალისგან, არ უქმნის ბავშვს დისკომფორტს, ხელს უწყობს ძვლების ზრდას და ატარებს ჰაერის საკმაო რაოდენობას იმისთვის, რომ კანმა სრულყოფილად ისუნქოს.

სლინგი მჭიდროდ მოგაკრავთ პატარას და ის თავს იგრძნობს თბილად, დაცულად და უსაფრთხოდ.

ის იდეალურად ანაწილებს სიმძიმეს წელზე, მხრებსა და მუცელზე, რის გამოც თავადაც საკმაოდ კომფორტულად გადაადგილდებით. მოსახმარად მარტივია. მოყვება ინსტრუქცია, რომლის საშუალებითაც სწრაფად ისწავლით ფიქსაციის წესებს და მშვიდად ასეირნებთ თქვენს პატარას, დედასთან ჩახუტებულს.

სლინგი

 

კოტონის კენგურუ

MyWish.ge ასევე გირჩევთ ბამბის რბილი ქსოვილისგან შეკერილ, თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ იდეალურ კენგურუს.

მასში პატარა შეგიძლიათ მოათავსოთ სხვადასხვაგვარად: სახით თქვენსკენ და ზურგით თქვენსკენ, სლინგის პრინციპით და ზურგზე მოკიდებით. შეგახსენებთ, რომ 4 თვემდე ასაკის პატარებისთვის რეკომენდირებულია სახით თქვენსკენ ჯდომა.

6 ნაწილისგან შემდგარი ღვედი უზრუნველყოფს სიმძიმის სწორად გადანაწილებას მთელ სხეულზე. ზომები რეგულირდება სიგანის მიხედვითაც და უძლებს 20 კილოგრამამდე წონას.

 

კენგურუ ტრანსფორმერი

იმისთვის, რომ რამდენიმე კენგურუს გამოცვლა არ მოგიხდეთ, თავიდანვე გამოიყენეთ კენგურუ ტრანსფორმერი, რომელსაც ექნება მყარი ზურგი და თავის დამჭერი და უზრუნველყოფს ბავშვის ანატომიურ მდგომარეობაში ჯდომას. ღვედების კომორტული განლაგება კი საშუალებას მოგცემთ ბავშვი კარგად მიიკრათ სხეულზე და შეინარჩუნოთ მასთან მჭიდრო კონტაქტი. რაც მთავარია, გემსახურებათ, მანამ სანამ ბავშვის სიმძიმის ტარებას შეძლებთ.

ის რბილი, ბუნებრივი, ანტიალერგიული ქსოვილისგანაა შეკერილი, რომელიც არ აღიზიანებს ბავშვის კანს, იცავს ქარისა და სიცხისგან. აქვს ერგონომიული დიზაინი. შესაბამისად ბავშვს ანატომიურ M პოზიციაში მოათავსებთ ისე, რომ ზურგი არ დაუზიანდეს. პირიქით, ისე მოერგოს ტანს, რომ ჩვილის ნორმალურ ზრდა-განვითარებასაც შეუწყოს ხელი და სუნთქვისთვისაც საკმარისი სივრცე შეუქმნას.

რბილი და კომფორტული, ფართე ღვედების საშუალებით პატარა კარგად ეკვრის თქვენს სხეულს, რითიც ინარჩუნებთ მასთან მჭიდრო კავშირს და იცავთ საკუთარ თავს ზედმეტი დატვირთვისგან. ღვედის სიგანე 55 მმ-ს შეადგენს, სისქე - 20 მმ-ს რის გამოც ბავშვის სიმძიმე იდეალურად ნაწილდება მთელს სხეულზე და გიხსნით დაღლის შეგრძნებას.

ტრანსფორმერის სახელიც გვკარნახობს, რომ კენგურუს გადაკეთდება საძილე კალათადაც შესაძლებელია, შესაბამისად მარტივად შეძლებთ ბავშვი თან იყოლიოთ ყველგან, სადაც წახვალთ და არ შეგაფერხოთ იმან, რომ ძილის დრო უწევს. თქვენი კენგურუ სწრაფად გადაკეთდება საძილე კალათად და საშუალებას მოგცემთ ბავშვი სასურველ დროს დააძინოთ. მზისგან დამცავი საფარის საშუალებით კი პატარა დაისვენებს მშვიდად, ზედმეტი დისკომფორტის გარეშე.

კენგურუს გამოყენება 2 წლამდეა შესაძლებელი. შესაბამისად თავდაპირველი შენაძენი დიდ ხანს გემსახურებათ სეირნობის დროსაც, ლაშქრობაშიც და მოგზაურობაშიც.

ონლაინ მაღაზია MyWish.ge კენგურუების მრავაფეროვან არჩევანს გთავაზობთ. შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ განსხვავებული მოდელებიც. უფრო ბიუჯეტური, უფრო მრავალფუნქციური, კენგურუ სლინგი და ა.შ. მოკლედ, ნებისმიერი ის მოდელი, რომელიც თქვენი და თქვენი პატარასთვის საუკეთესო დამხმარე გახდება.

ჩვენ ნამდვილად გაგაკვირვებთ წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხითა და ფასით. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ჩვენი პროდუქციის და მომსახურების ხარისხი იქნება საუკეთესო.

გადახედეთ ჩვენი კენგურუების და სლინგების სრულ კატალოგს.

დატოვე კომენტარი